გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან ერთად, კომპანია Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ინტერნეტიზაციის სამუშაოების დაწყებისთვის, უკვე გამოცხადებულია ტენდერი გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად.