გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ თვითმმართველობებისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამხარეო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებთან ერთად იმუშავებს ისეთი პროექტების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარებას.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება და კონკრეტული პროექტების შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული.

მსგავსი სტატიები