საჭადრაკო კლუბში გაიმართა ტრადიციული მემორიალური ტურნირი, რომელიც მიეძღვნა გარდაცვლილ მოჭადრაკეთა ხსოვნას. როგორც წესი, იგი აღდგომის დღესასწაულის მომდევნო კვირაში იმართება და უკვე რამდენიმე წელია ფედერაციის კალენდარში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ტურნირი ამჯერადაც საინტერესო გამოდგა, რასაც ხელს უწყობდა მასში, ტიტულოვანი და გამოცდილი მოჭადრაკეების საკმაო ჩართულობა. მიუხედავად იმისა, შეჯიბრება სწრაფი ჭადრაკის რეგლამენტით ჩატარდა, ჭადრაკის გულშემატკივრებმა ბევრი შემოქმედებითი და ხარისხიანი პარტიები იხილეს.
პირველი ადგილისათვის ბრძოლა, თითქმის თანაბარი შანსებით დაიწყო გურიის ჩემპიონმა გიორგი გოგოლაურმა, ოზურგეთის არაერთგზის ჩემპიონებმა გივი სიამაშვილმა და ელგუჯა ურუშაძემ და ლანჩხუთის მოქმედმა ჩემპიონმა 14 წლის მიხეილ აფხაზავამ. მისასალმებელია, რომ ფავორიტებს შეუერთდა, ტურნირში, ქალთა შორის გურიის ჩემპიონის ქვოტით მოთამაშე, ნათია ვასაძე, რომელმაც შეჯიბრების პირველი ნახევარი, პრაქტიკულად უდანაკარგოდ გაიარა.
საბოლაოდ ყველას აჯობა მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე გივი სიამაშვილი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები გიორგი გოგოლაურმა და ნათია ვასაძემ გაიყვეს. ტურნირის ყველაზე ასაკოვან და ტიტულოვან მოჭადრაკეს, 91 წლის ბატონ რომან კუტუბიძეს შედეგი ამჯერად მოკრძალებული ჰქონდა, მაგრამ მისმა მწვავე კომბინაციურმა და ლამაზმა თამაშმა, კვლავაც მოხიბლა გულშემატკივარი.
ღონისძიების დახურვაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს იმ მოჭადრაკეების ხსოვნას, რომლებსაც გამორჩეული ადგილი უკავია ოზურგეთისა და გურიის საჭადრაკო ცხოვრების ისტორიაში.
მსგავსი სტატიები
- 93ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 90დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 83გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 83სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 821918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…