ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება. ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თითოეულ პროექტზე საპროექტო წინადადებები მომზადებულია და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
უკვე დაიწყო დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია, სრულად განახლდება მრავალბინიანი კორპუსების იერსახე ჯერ ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ კი ფარნავაზის ქუჩასა და სხვა ლოკაციებზე. გამოცხადდა ტენდერი ქალაქში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც კორტების თანამედროვე კომპლექსს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდგომ შევძლებთ ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ტურნირებს.
საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მალე წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას, თუ როგორი იქნება ოზურგეთის ცენტრალური მოედანი. ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ქალაქს ულამაზესი მთავარი მოედანი ექნება, რომელიც ტრადიციულ და ყველა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს, ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება. ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად განახლებული თეატრი, უკვე ქალაქს აძლევს იმის საშუალებას, რომ მის წინ მთელ სივრცეში ისეთი მოედანი მოვაწყოთ, როგორიც ევროპულ ქალაქს შეეფერება.
დღესვე გამოცხადდება ტენდერი ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის და რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე. ქალაქს კიდევ ერთი, კომფორტული და თანამედროვე მწვანე სივრცე და სკვერი ექნება.
უკვე დავასრულეთ პროექტირება და სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის სრულფასოვანი განვითარება მოხდება – მასთან ერთად, საპროექტო წინადადებები მომზადებულია ექადიის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სადაც უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს – ეს სივრცე დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული იქნება.
ასევე, მზად გვაქვს ახალი პროექტი ჭადრების პარკის და პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის. პროექტი მრავალწლიანი ნარგავების სრულად დაცვით განხორციელდება და დასვენებისთვის კიდევ ერთი კომფორტული სივრცე გვექნება“, _ განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის… - 100
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის… - 100
...ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,… - 100
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა… - 100
კორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…