დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ ინიციატივით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის სლოგანი _ „საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ევროპისკენ!“

აქციაში  ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია)  და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა ირმა გორდელაძე, თაკო მიქაძემ,ნინე ულუმბელაშვილმა, ილია მალაზონიამ,  ვანო გოგოლაშვილ,ა,, ოთარ რევიშვილმა,  ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ექიმმა ირინა კოპალეიშვილმა,…

_ხელისუფლებას არ უნდა უნდოდეს დაშინებული ქართველები, ტვინგადარეცხილი რუსეთუმეები, ჩირგვებში დამალული საზოგადოება. გამოდით _ნუ ხართ მონა. „ალტ იფოს“ ოფისები მთელს საქართველოშია გახსნილი, ძალით მიგვერეკებიან რუსეთისკენ. ამს ჩვენ არ დავუშვებთ _განაცხადა ირმა გორდელაძემ.

_„ ჩემი შვილები უცხოეთში წავიდნენ, რადგან აქ ვერ მოახდინეს თავიანთი თავის რეალიზაცია. უცხოეთშია შვილიშვილებიც. იმის გამო, რომ ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა ბინის ქირა თბილისში, უმცროსი შვილი, მე-4 კურსის სტუდენტი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა და უცხოეთში წასულიყო სამუშაოდ. ამ ორმა პარტიამ გადაგვიყოლია ყველა, არც ერთი არ გვინდა, გვინდა ევროკავშირი და თავისუფლება“_განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ მიტინგზე გამოსვლის შემდეგ ოზურგეთის მცხოვრებმა ივლიტა გუჯაბიძემ.

როგორც დაანონსდა, ოზურგეთელები ხვალ, ბათუმში გასამართ მიტინგში მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სტატიები

  • 58
                ერთი ოჯახის სევდიანი ისტორია  ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და  ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ...                  …
  • 53
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 51
    ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობააავტორი: თემურ მარშანიშვილი 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, აქ არანაირი ახალი მშენებლობა თუ რენოვაცია არ განხორციელებულა. 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თანახმად ხელშეკრულებისა, გამორიცხული არ არის, რომ მამული ჩამოგვერთვას. 2024 წლის ნოემბერში, ოზურგეთში ერთი უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა: ავთანდილ ბერიშვილის წიგნის „ნაგომარიდან ლევილამდე“ ფოლკლორის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას…
  • 51
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 50
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…