… მასწავლებლობა, ამ ქვეყანაზე, ხალხის სამსახურს ნიშნავს
ქვეყნის მომავალს განდობთ ,გენდობათ ქარში სინათლის კვარი.
საქართველოში მასწავლებლობა, ერისკაცობაც არის.
მასწავლებლებო მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი…
მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, მასწავლებლები რომლებიც ათეული წლები, უანგაროდ მუხლჩაუხრელად და დიდი სიყვარულით ემსახურებოდნენ მომავალი თაობის აღზრდას: ნინო ტალახაძე დაწყებითი კლასის მასწავლებელი, მედეა სალუქვაძე-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნოდარი ხოზრევანიძე-მათემატიკის მასწავლებელი, გულნაზი კოსტავა-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნოდარი ფუტკარაძე-მათემატიკის მასწავლებელი და ნელი ინოჩკინა-რუსულის ენის მასწავლებელი, მართალია მოწვეული მასწავლებლები სრული შემადგენლობით ვერ გამოცხადნენ, მაგრამ კოლეგებმა სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენეს თვითეული მათგანის განვლილი გზა და პედაგოგიური მოღვაწეობა, იყო ბევრი თბილი სიტყვა: ემოციებით გამოწვეული მღელვარება და სიხარულის ცრემლები… მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა მხატვრული ნომრებით მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის დღე.
სკოლის დირექციამ საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა ღვაწლმოსილ პედაგოგებს. შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის განათლების რაიონული პროფკავშირის თავჯდომარე, ქალბატონი როზა გოგუაძე რომელმაც სიტყვით მიმართა და მასწავლებლის დღე მიულოცა პედაგოგებს, ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. შეხვედრას დაბის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები,მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ეს იყო სიხარულის,მადლიერების,შეხვედრის და დაბრუნების სიყვარულით სავსე დღე, რომელიც ლამაზ მოგონებად გაყვება თითოეულს მათგანს…
მსგავსი სტატიები
- 90დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 84სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 84გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 821918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 82სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…