5 იანვარი, დიდი არქეოლოგის, ისტორიკოსის, საკუთარ მიწაზე შეყვარებული – ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა
მამამ მეოთხე შვილის დაბადება კი გაიგო, მაგრამ აივანზე არ გამოსულა და თოფი არ უსვრია, რაც გურიაში წესად ქონდათ – ორიოდე დღეში გარდაიცვალა კიდეც მძიმე ავადმყოფობისგან.
ექვთიმესთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ იმ ღირსშესანიშავი ნივთებისა თუ ფრესკების დაბრუნება სამშობლოში, რომელიც გაფანტული იყო სხვა მიწებზე. საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად: „დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა.“
236 ყუთი, 12 ტომარა და 1 კალათა მოგროვდა, სიჩქარეში ერთი ყუთი დააკლდა, ჩანაწერებში ნახა რომ ამ ყუთში ყველაზე ძვირფასი საეკლესიო ნივთები იყო, თავზარი დაეცაა.. არსად წასვლა არ უნდოდა, მაგრამ საათები კიარა, წუთებიღა იყო დათვლილი, დილით წითელი არმია შევიდოდა ქალაქში და ყველაფერს დაკარგავდა.. გულდამძიმებული იყო
მიხეილ ჭიაურელის მოგონება: „გავიცანით ექვთიმე თაყაიშვილი, აი კაცი სუფთა უმწიკვლო, რომლისთვისაც სხვა არაფერი არ არსებობდა გარეშე თავისი ტურფა, ტკბილი საქართველსი. აი ეს გრძნობები, მალე ჩანერგა ჩვენში და ჩვენ უკვე მზად ვიყავით, საცა უნდა მიეთითებინა წავსულიყავით მასთან ერთად.”“ექვთიმეს კითხეს, საქართველოში ხომ არ დაბრუნდებითო? – მსურს ჩემი ძვლები საქართველოში დაიმარხოსო. ყოყმანი შეატყვეს და უპასუხა, – შვილო ტიტველი ვარ, ასე როგორ წამოვიდე სამშობლოშიო.
1944 წლის 11 აპრილს დასრულდა 24 წლიანი ლტოლვილობა, 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული საუნჯეც ჩამოიტანა. თბილისში თვალცრემლიანმა გზაში თანამგზავრებს მიმართა: „ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი, არ მაქვს უფლება ჩემს ბედს დავემდურო.. „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!“
ავტორი: ბელა გზირიშვილი
ფოტოზე:პირველ რიგში სვანურ საკარცხულზე ზის ექვთიმე თაყაიშვილი. მეორე რიგში: მარცხნიდან მესამე- არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი, მეოთხე – ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი, მესამე რიგში: მარჯვნიდან პირველი – ივანე ნიჟარაძე.
სვანეთი, 1910 წელი
მსგავსი სტატიები
- 76საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 76"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 74ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 71დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 66ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…