საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

სამინისტროს მტკიცებით, სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით.

“სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სხვენში არაერთი წლის მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა არამარტო სხვენს, არამედ მთლიანად შატოსაც, შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს (საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ).

მანამდე კი, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან.

ასევე გაცნობებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის #2022 განკარგულება) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895.74 ევრო.

პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება (2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო.

რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად.

რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა.

სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა. გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა, მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი სრულად აღრიცხა, პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად. ლევილის მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი წინ უძღვის საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და პარკში ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად, პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას. 2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია Scop Val’Emploi-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, კომპანიამ სკოპ ვალ’ამპლუა ემანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები (გადაბელვა-მოჭრა დაახლოებით 30 ხეზე) 5977,80€ ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 64
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 54
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 51
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 51
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…