თებერვლის შუა რიცხვებში, სოფელ ნაგომარში,  მდინარე სუფსა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე  საავტომობილო გზამდე მივიდა და საფრთხე შეუქმნა ცენტრალურ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობას.

მოსალოდნელი საშიშროების გამო ჯერ „გზამშენი 18“, შემდეგ კი ტენდერის შედეგების გამოქვეყნებამდე, შპს „დიდი ტრანსი“მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს შეუდგა.

დღეს, გაზეთმა „ალიონი“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოსთნა“  ერთად სუფსის ხეობაში არსებული მდგომარეობა მოინახულა.

მძიმეწონიანი ექსკავატორები ძიმითის ხიდის სიახლოვიდან დაწყებული ბუკნარის გადასახვევიდან რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ.

ჩვენ შპს „დიდი ტრანსის“ წარმომადგენელს გავესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ  კომპანიამ მოსალოდნელი საშიშროებიდან გამომდინარე, ნაპირდაცვითი სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაიწყო.

თუ რამ გამოიწვია მდინარე სუფსის გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლა და საფრთხე შეექმნა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს, ამაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს ვესაუბრეთ:

_ ის, რაც მოხდა სოფელ ნაგომარში, ამის მიზეზებია: წლების მანძილზე მდინარიდან უკონტროლოდ, ვანდალური ხერხებით წიაღის მოპოვება; მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა; ზოგიერთ ლოკაციებზე ზედმეტი ნატანის გაუტანლობა; უსისტემო გარემოსდაცვითმა ქმედებები.

როცა რესპუბლიკური  მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის ს/გზის 35 კმ-ია სტიქიის ზონა, იქვე შორიახლოს, უკვე რამდენიმე წელია, რამდენიმე ადგილას კვლავ გრძელდება ვანდალურად მდინარიდან წიაღის მოპოვება.

სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებები არ და ვერ აკონტროლებს და არ ამოწმებს კარიერების გავლენას მდინარეზე _გვითხრა ირმა გორდელაძემ.

p.s. როგორც გვაცნობეს, სოფელ ნაგომარში გზის დამცავი ნაგებობის მშენებლობის ტენდერი შპს „სახარიამ“ მოიგო. სატენდარო თანხა 721295 ლარია.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 41
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 41
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 40
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 34
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…

არ გამოტოვოთ