ამა წლის 11 აპრილს ოზურგეთის სამუზეუმო  გაერთიანებისს თანამშრომლებმა გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად პატივი მივაგეთ ვაშნარის ველზე დაღუპულ გმირებს.უშუალოდ საფლავთან ჩავატარეთ  საიფორმაციო  საუბრები.

ბრესტ -ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება  და საქართველოს საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრა მუზეუმოს არქეოლოგია ნუმიზმატიკის განყოფილების გამგემ მარიკა ღლონტმა;პირველი ეროვნული გმირი ვალოდია გოგუაძე მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგემ დარეჯან  გოგუაძემ;ვაშნარის ცნობოლი თუ უცნობი  გმირები მუზეუმის ფონდების მცველმა მანანა ლომაძემ;ამ დღის მნიშვნელობაძე ისაურბეს გურიანთის საჯარო სკოლის  პედაგოგებმა:ფიქრია კვაჭანტირაძემ და  ინგა მალაზონიამ,გურიანთის მუზეუმის  თანამშრომელმა ნანა კუტუბიძემ.

უკუვე მესამე წელია  დიდი ყურადღება ექცევა ოსმალო დამპყრობლებისაგან  ოზურგეთის განთავისუფლებისათვის დაღუპულ  მეომართა უკდავყოფის საქმეს ამ საქმეში მადლობა ეთქმის ბატონ კონსტანტინე შავიშვილს,რომელმაც 2021 წლის 11 აპრილს  სოფლის ახალგაზრდები  შემოიკრიბა და  გვირგვინებით შეამკეს საძმო საფლავი. და დაღული მეომრებისათვის  პანაშვიდი გადაიხადეს.

თავის დროზე ვაშნარის გმირების  შესახებ  საიტერესო  ცნობას აქვეყნებდა გაზეთი „ერთობა“:“ვაშნარის ბრძოლა 1918 წლის 10-11 აპრილი“:საშინელი სურათი იშლება  მგზავრის  წინაშე ,როცა  მებრძოლთა უბრალო საფლავებს  თხრიან  მოხუცები,ქალები, და ეძებენ  შვილებს,ქმრებს და ძმებს“.

„ერთმა პატარა  სოფელმა 35  მებრძოლი დაკარგა,35 სიცოცხლით სავსე  ადამიანი, მოშორდა ცხოვრებას … მათი საფლავი  ვაშნარში გაითხარა . იქ ერთად განისვენებენ  მყუდრო საფლავში სოფელ  ჯიხანჯირში (ჩოჩხათის საზოგადოება)  დასტირიან  დაკარგულებს… სოფელი გლოვობს თავის შვილებს….

ესენი იყვნენ : ძმები ივანე მოსე და აკაკი  გუჯაბიძეები,ძმები ; კასიანე პლატონ და გაბრიელ  გურგრნაძეები , ძმები ნესტორ და კალისტატე  გურგენაძეები,ძმები სერგო და ვასო გურგენაძეები, ბათლომე ტიკარაძე, ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე, მიხაკო გ. კოსტავა, გრიგოლ ალ. სარჯველაძე, აკაკი ნ. გუჯაბიძე ათანასე ბ. გურგენაძრე, ლადიკო ე. ტუღუში, გიორგი ათ. გურგენაძე, ვიქტორ ნ.ჩხარტიშვილი, იაგორ  გურგენაძე, თედორე ხომერიკი, დათიკო გურგენაძე, მელენტი გურგენაძე, პანტელეიმონ გუმბარიძე, ლადიკო გუმბერიძე, მიხაკო ფიროღლი, ლავ. მეფარიშვილი,  ლა.  ტიკარაძე, ასალო ტიკარაძე,მოსე ტიკარაძე,სოლომონ მშვიდობაძე , სიმონ ტიკარაძე , ვასო და  ივანე გუჯაბიძე და პილატე ტუღუში, ესენი აქ ასაფლავიათ  სადაც  დაიხოცნენ ,რადგან მათი  გადმოსვენება შეუძლებელი დარჩა… ესენი ერთად გასწირა საბედისწერო ჟამმა … ძმები ერთად ხელჩაკიდებულნი… ახლობლები ერთად  წავიდნენ ფიცი დასდეს და ერთად დაიხოცნენ...( გაზეთი „ერთობა“ 1918 წლის 22 ივნისი).

ვაშნარში დაღუპულ მებრძოლთა   საფლავები ერთ ადგილზე არ არის ერთი მდებარეობს გზის პირას სათანადო

წარწერით და მერე იქვე ახლოს 500 მეტრში ადგილი „სათხილე“.მეორე ადგილზე სადაც ქვის  ჯვარია შარშან  დადგეს  ძვირფასი ქვის ობელისკი-სვეტი ,რომელზედაც ამოტვიფრულია მებრძოლთა  გვარ სახელები,ორთავე სასაფლაო მოვლილი დაგვხდა.

ახლა სასურველია  გურიანთის საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვონ  იმ უცნობი მებრძოლთა  მასალები, რომლებიც სრულიად ახალგაზრდები 14-15 წლისანი მოხალისედ ჩაეწეწენ და თავი  შესწირეს სამშობლოს და ტრადიცისდ დამკვიდრდეს საძმო საფლავების პატივგება.

აქვე მინდა ავღნიშო ორი გურიანთელი  მანდილოსნის  სითბო და  ყურადღება,რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინეს.ერთმა თავადაც მოისურვა საფლავების მონახულება.

მანანა ლომაძე,

ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ფონდების მცველი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 96
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 93
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 93
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 92
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…