საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ადვოკატების  განცხადება

მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლო ვერ აუდის საქმეთა ნაკადს, განსაკუთრებით პრობლემატურია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული 2016 წლის საქმეები, ამავდროულად ახალი საქმეების 99%-ის ჩანიშვნის იმედი აღარ გვაქვს უახლოეს ერთ წელიწადში (შეიძლება უფრო მეტი დროც დასჭირდეს). ინტენსიურად განიხილება სისხლის სამართლის საქმეები და აქაც გვაქვს დაუსრულებელ საქმეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა. სასამართლოში განმწესებულია მხოლოდ ორი მოსამართლე (ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო მოსამართლეების გარეშეა), რომლებიც ფაქტიურად 24/7 რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული საკმარისი არ არის და სამართალწარმოების ყოველი მხარე დაზარალებულნი ვართ.

საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია ფლობდეს რაიონული სასამართლოების შესახებ ინფორმაციას, ჰქონდეს ხელთ სტატისტიკური მონაცემები და თავად იღებდეს ზომებს შესაძლო ან/და არსებული პრობლემების გამოსასწორებლად.  რასაც ფაქტიურად ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. საქართველოს მასშტაბით 9 რაიონულ სასამართლოში, მათ შორის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოშიც  არის 2 ან 1 ან არცერთი მოსამართლე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში 127 მოსამართლეა.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადანაწილება უსამართლოა და რაიონული სასამართლოების მუშაობის პარალიზებას იწვევს, რაც ფაქტიურად სასამართლო სისტემის პარალიზებაა და სიტუაციის მშვიბობიანი გადაწყვეტისათვის თავად იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა პროპორცული გადანაწილება სასამართლოებში.

თქვენი უმოქმედობის გამო ირღვევა მოქალაქეთა კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები, მათ შორის „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.“ მოქალაქეები წლებია ელოდებიან თავიანთ სარჩელებზე და განცხადებებზე რეაგირებას, სამოქალაქო (და არამარტო) სპეციალიზაციის ადვოკატები ფაქტიურად დავრჩით სამუშაოს გარეშე, მოსამართლეების ფაქტობრივი სამუშაო საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ სამუშაო საათების ოდენობას, ირღვევა მათი უფლებებიც.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-3 ნაწილებით, 64-ე მუხლით, საერთო სასამართლოების შესახებ  საქართველოს კანონის 341-ე მუხლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვთხოვთ მოახდინოთ არაუმცირეს 3 მოსამართლის მივლინება 2 წლის ვადით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ასევე 2 მოსამართლის მივლინებას ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოში იმავე ვადით.

იმედს ვიტოვებთ დროულ რეაგირებაზე და ასევე საბჭოს ვთხოვთ ინტენსიურად განახორციელოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების ორგანიზება.

განმცახდებლები:

  1. თინათინ ბასილაშვილი;
  2. კახა ჩავლეიშვილი ;
  3. მარინა ტუღუში;
  4. მარიამ მაჩაბერიძე;
  5. დავით მამალაძე;
  6. გოჩა გორდელაძე;
  7. ემზარ ურუშაძე;
  8. მერაბ ფუტკარაია;
  9. რეზო გობრონიძე;
  10. გოჩა ძიმისტარიშვილი.

მსგავსი სტატიები

  • 87
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 77
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 76
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…