შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ32.6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე წელია მიმდინარეობს.
 პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას, დამცავი ნაგებობების მშენებლობას  და ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
 პროექტის  საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს,
პროექტი, რომელსაც კომპანია NEW ROAD’’ასრულებს, 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ადრე გაზაფხულზე რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილმა ზვავებმა დამატებითი ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მოითხოვა და მშენებლობის ვადა გახანგრძლივდა.
როგორც გაზეთ „ალიონს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ჟღენტმა(უფროსი) უთხრა, მშენებლები მაქსიმალურად ცდილობენ მთის რთულ გზაზე მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემები დროულად დაძლიან.
_მშენებლობის დასრულების ვადამ  2024 წლის აგვისტომდე გადაიწია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ მშემებლობა წლის ბოლოს დავასრულოთ. _გვითხრა მან.
მისივე თქმით, კურორტს გომისმთაზე ავტომანქანების მოძრაობა წელსაც შეზღუდული იქნება და მსურველებს შეუძლიათ შაბათ-კვირაობით იმოგზაურონ. შაბათს მოძრაობა დღის 14 საათზე გაიხსნება.

მსგავსი სტატიები

  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 41
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 40
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 39
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 38
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…