ანასტასია ჩერნეცოვა

ნოდარ დუმბაძის  მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. შესაძლებლობა გვქონდა გვეხილა ოთხი სპექტაკლი -ესპანეთის Travía Teatro-ს კომედია „მოგზაურობა პანიკიაზე“(რეჟისორი- ქრისტინა იანე) ,ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „ვანო და ნიკო“ (რეჟისორი – მარიამ სიხარულიძე), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის „მოდინახე“ „თეთრი ბაირაღები“( რეჟისორი- ნუგზარ ბუცხრიკიძე) და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის „ქეიფი სოლოლაკში“(რეჟისორი-ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).

„ მოგზაურობა  პანიკიაზე“

გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, სადაც ვიხილეთ ქრისტინა იანეს არაჩვეულებრივი დადგმა -„ მოგზაურობა  პანიკიაზე“. სპექტაკლი გახლავთ კომედია დელ არტე ესპანური აქცენტებით. აღნიშნული დადგმის მთავარი ღირსება ისაა,რომ მსახიობები – დანიელ მარტოსი,ანა ცოზარი, ამანდა რეკაჩა, იესუს ბერნალი და კარმენ მარინი საოცარი არტისტულობით გამოირჩევიან.  არტისტები თავდაუზოგავად თამაშობდნენ, თანაც გარდასახვის შესაშური უნარით გამოირჩეოდნენ ,მშვენივრად ცეკვავდნენ ,მღეროდნენ . მოკლედ რომ ვთქვათ ,აღნიშნული სპექტაკლის ყურება ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ.

სპექტალმა გვამოგზაურა ესპანეთის ოქროს ხანაში,გვაგრძნობინა იქაური ატმოსფერო,გაგვიცოცხლა მიგელ დე სერვანტესის, ფრანსისკო დე კევედოს ლუის კინონეს დე ბენავენტეს, აუგუსტინ დე როხასი და სხვათა ტექსტები. მოგზაურობისას ვიხილეთ სხვადასხვა ნიღბები,ტიპაჟები,ხოლო დასასრულს მსახიოებებმა გაიკეთეს სამედიცინო ნიღბები, რაც,ბუნებრივია, პანდემიურ ეპოქაში დაბრუნებას გამოხატავდა. „მთელი სამყარო თეატრია“- ტყუილად არ უთქვამს შექსპირს.ჩვენ, ხომ ამ სპექტაკლის მსახიობებივით ყოველღიურად სხვადასხვა ნიღბებს  ვირგებთ. ხოლო, სამედიცინო ნიღბებიც,ჩვენი ცხოვრების,ერთგვარი სპექტაკლის განუყოფელ ნაწილად იქცა და საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა.

„ვანო და ნიკო“

გადავიდეთ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე სადაც ვიხილეთ მარიამ სიხარულიძის სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ , ერლომ ახვლედიანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. სანამ სპექტაკლზე მოგახსენებთ, მინდა აუცილებლად ვთქვა ის,რომ მარიამ სიხარულიძე პერსპექტიული ახალგაზრდა რეჟისორია,რომელმაც უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია – ტყიბულის თეატრში დადგმული სპექტაკლით „ უსამშობლო კაცი“ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილი მოიპოვა,  ხოლო იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე – გრან პრი .

„ვანო და ნიკოში“ დრამატული თეატრის , თითებისა  და ჩრდილების თეატრის ელემენტებია,ამასთანავე  რეჟისორი  გამოსახულების პროეცირებასაც მიმართავს . აღნიშნულ სპექტაკლში ჩანს ის,რომ  რეჟისორს უყვარს მაქსიმალურად სინთეზური სპექტაკლების დადგმა.  აღსანიაშნავია ისიც ,რომ მარიამ სიხარულიძე პროფესიით დრამატული თეატრის რეჟისორია,მაგრამ სასიხარულოა ,რომ იგი საკუთარი  თავი თეატრის სხვა სახეობაშიც მოსინჯა . მან მშვენივრად აითვისა უსულო საგნები  და სულიერება შესძინა მათ  ქუთაისი თოჯინების პროფესიული თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად .

„ვანო და ნიკოში“ არაერთი მნიშვნელოვანი თემაა წინ წამოწეული -ეგზისტენციალური კრიზისი, ახალგაზრდების უპერსპექტიობა, სიღარიბე , გაორება და ა.შ. მსახიობ  აბელ სოსელიას მაქსიმალურად ჰქონდა გათავისებული თავისი როლი და  დიდ ზეგავლენას ახდენდა მაყურებელზე თავისი სამსახიობო შესრულებით.   საერთოდ, სპექტაკლში ყველა კომპონენტს თანაბარი მნიშვნელობა გააჩნდა და არაფერი არ იყო მიჩქმალული.

 

„თეთრი ბაირაღები“

ახლა კი გავემგზავროთ  ჩოხატაურის კულტურის სასახლეში  ,სადაც ვუყურეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სახალხო თეატრ-სტუდია  „მოდინახეს“ სპექტაკლს – „თეთრი ბაირაღები“ , ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით . სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ  ნუგზარ ბუცხრიკიძე.

აღნიშნული  სპექტაკლი ტექნიკური უნივერსიტეტის სცენიდან 52 წლის მანძილზე არ ჩამოდის  და წარმატებებს აღწევს როგორც ადგილობრივ,ისე საერთაშორისო ფესტივალებზე .

როგორც ჩანს , ტექნიკური უნივერსიტეტის დასს განსაკუთრებულად უყვარს ნოდარ დუმბაძის  შემოქმედება, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი,რომ  მათ რეპერტუარში „ თეთრი ბაირაღების გარდა   „ მე ვხედავ მზეა “.

„თეთრ ბაირაღებში“ სხვადასხვა თაობის მსახიობები თამაშობენ და რაც მთავარია, თითოეულ შემსრულებლს პარტნიორობის გაწევის უნარი გააჩნია.  აღსანიშნავია  ზაზა ნაკაშიძის შემსრულებელი – გუგა ჩარგეიშვილი,რომელიც სცენური გულწრფელობით  გამოირჩევა. ყოველივე ჩანს,როგორც აღნიშნულ სპექტაკლში, ისე „მე ვხედავ მზეში“, სადაც იგი სოსოიას როლს ასრულებს .

„ქეიფი სოლოლაკში“

ნოდარ მაჭარაშვილის შემოქმედება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართულ თეატრში . ამაზე მეტყველებს ნოდარ დუმბაძის  მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაც . ფესტივალის პირველ დღეს ვიხილეთ  ნოდარ დუმბაძის სახელობის  მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ავი მუსაიფი“ ( რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი), ხოლო მესამე დღეს – გორის გიორგი ერისთავის  სახელობის  თეატრის  „ქეიფი სოლოლაკში“,რომლის რეჟისორი და მხატვარი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გახლავთ .

რეჟისორი ასახავს კოტე აფხაზის ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს . მაყურებელი თვალს ადევნებს როგორც მის  ახალგაზრდობას (თორნიკე ბასიშვილი) ისე ზრდასრულობას  (ზვიად პაპუშვილი).

მოგეხსენებათ , ძალზე რთულია პროზის სცენური ინტერპრეტაცია, მითუმეტეს,როცა ნაწარმოებში არაერთი პერსონაჟია. შესაბამისად, არსებობს მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელთა მიჩქმალვის საშიშროება . ყოველივე ნიკოლაზ ჰაინე შველიძის სპექტაკლშიც ჩანს .

ნიკოლოზ ჰაინე – შველიძის  სცენოგრაფია არის ძალზე მეტყველი  ,ამის თვალსაჩინო მაგალითია სუფრის ათვისება. სუფრას სიმბოლურ-მეტაფორული დანიშნულება აქვს . იგი  სუფრისა და ფარის როლს ასრულებს. გამოდის, რომ, ეს ჭირისა და ლხინის მეტაფორაა.

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის  მეექვსე დღე   ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეექვსე დღეს ვიხილეთ სამი ქართული სპექტაკლი -  თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ჩუმად , რეპეტიციაა!“ (რეჟისორი- პაატა გულიაშვილი), სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის „HELLADOS - გაკვეთილი“ (რეჟისორი- ვახტანგ ნიკოლავა ) და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის „თეთრი ბაირაღები“…
  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    „წერილი ნაძვებს“ და „სოფელსა შინა“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს ვიხილეთ  ორი სპექტაკლი -აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით( რეჟისორი - ნიგარ გულაჰმადოვა)   და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმა - „ სოფელსა შინა“, მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“ მიხედვით (რეჟისორი…
  • 70
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 70
    დღეს იური ჯიჯიეშვილის ხსოვნის დღეაავტორი ლია კილაძე დღეს იურის ხსოვნის დღეა... ნიჭიერი მსახიობის და საუკეთესო ადამიანის დაბადების დღე... მეექვსედ, უმისოდ... დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის ასპარეზი რომ შეხვედროდა, საქართველოში ყველასათვის ნაცნობი და ახლობელი იქნებოდა... ისტორია ინახავს მისი თამაშით ქართული თეატრის კორიფეების აღტაცებას... მის მიერ შესრულებულ ჭეიშვილის როლს ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ დიდი გამოხმაურება მოყვა სათეატრო საზოგადოებაში.…