3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წამოსულმა ძლიერმა მეწყერმა დააზიანა სასტუმრო „სანსეტ შოვი“ და ფაქტიურად შოვის ტერიტორია მიწის მასამ მოიცვა. ღვარცოფმა წაიღო კურორტთან დამაკავშირებელი , ხიდი  და სტიქიის ქვეშ აღმოჩნდნენ ათეულობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

სამაშველო სამუშაოები ერთ თვე მიმდინარეობდა. მობილიზებილი იყო სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა. ერთ-ერთი ორჰგანიზაცია, რომელმაც შოვში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, კომპანია NEW ROAD“,რომლის ათეულობით ტრაქტორი მუშაობდა სამაშველო ოპერაციებში.

აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთ ტრაქტორისტს, ჩოხატაურელ რამაზ ბაიაჯანს კურორტ გომისმთაზე შევვხდით და შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებზე ვესაუბრეთ:

_შოვში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 4-ში ჩავედი და 26 დღე -ღამე ვმონაწილეობდი სამაშველო სამუშაოებში.

ჩვენთან იყო კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი. რა უნდა მოვყვე, თუ ადგილზე არ ნახე რა ხდებოდა იქ, ისე ვერ გადმოსცემ ამ ტრაგედიას.

პირველ რიგში დროებითი ხიდი მოეწყო. 150 მძიმე ტექნიკა მუშაობდა მდინარე ბუბისწყალის, ჭანჭახის და შემდეგ რიონის ხეობებში, აქედან 35-მდე ტრაქტორი და ექსკავატორი ჩვენს კომპანიის იყო.3-4-ჯერ მოგვიწია ხეობაში მეწყერით ჩამოტანილი მიწის მასის ამოღება და გაცხრილვა. კომშით რომ ამოვიღებდი, იქვე მაშველები იყვნენ და აკვირდებოდნენ ხომ არ იყო მიწის მასაში ადამიანის ფრაგმენტი. სათანანდოდ გაწვრთნილი ძაღლებიც გვეხმარებოდნენ. ექსკავატორების საშუალებით 21 ადამიანის გვამი ამოიღეს.

ვერ გადმოვცემ, რა მდგომარეობაში ვიყავით რომელიმე ტრაქტორი ადამიანის გვამს რომ იპოვიდა. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო. ზოგს ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა.

ტრაქტორები ხშირად ეფლობოდნენ ღრმა მეწყერულ მასაში, რომლის სიმაღლე ზოგ ადგილებში  7-8 მეტრს აღწევდა.საბოლოოდ ერთი დაკარგულის გვამი არ იყო ნანახი.

ახლა გომისმთის გზის მშენებლობაზე გავაგრძელებ მუშაობას. გაგებით უნდა მოეკიდონ კურორტის სტუმრები დაწესებულ აკრძალვებს. ჩვენ გვინდა ისეთი გზა ავაშენოთ, რომელიც უსაფრხო იქნება თითოეული მოქალაქისათვის _გვითხრა რამაზ ბაიაჯანმა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    გურულ მოჯირითეთა  უცნობი  დეტალები _ მარკოზ  ჟღენტიავტორი: მანანა ლომაძე, ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების  ფონდების მცველი. მარკოზ ჟღენტი, როგოც ქართველი წარმომავლობის  ამერიკელი მკლევარი და მწერალი ბატონი  რიჩარდ ალექსის  ჯორჯიანის ჩანაწერებით ირკვევა    ჯირითობდა ბაფალო ბილის უაილდ ვესთის შოუში 1894,,1895 .,1900წლების სეზონში.  მარკოზ ჟღენტი 1869  წელს სოფელ ბასილეთში დაიბადა (მის შესახებ მასალები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა იაგორ კოპლატაძემ,  სოფლის ჭეშმარიტმა  მემატიანემ…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…

არ გამოტოვოთ