დღეს, ქ. ფოთში, „პარკი არენაზე“ დიდი 10-ის მეორე ტურის მატჩში ოზურგეთის „არწივებმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა.

ბოლნისის „ყოჩები“ გამოცდილი გუნდია და შარშან, დიდი 10-ის გათამაშებაში ხუთეულში მოხვდა.

ოზურგეთის „არწივები“ არ შეეპუა სტუმრების უმაღლეს ლიგაში სათამაშო გამოცდილებას და მე-19 წუთზე კონსტანტინე გაზაშვილმა პირველი ლელო დადო, ხოლო სამხრეთ აფრიკელმა მარვინ ფრედერიქსმა წარმატებით შეასრულა გარდასახვა და „არწივები“ წინ გავიდნენ 7:0.

5 წუთის შემდეგ ბოლნისელებმა ლელო დადეს, გარდასახვაც წარმატებით შეასრულეს და  ანგარიში გაათანაბრეს 7:7.

სტუმრები მოედნის ყველა მონაკვეთში ცდილობდნენ მასპინძლების დაჩაგვრას. 28-ე, 34-ე, მე-40 წუთებზე მათ შეძლეს სამი ლელოს დადება და ტაიმის ბოლოს ანგარიში 7:28 გახდა „ყოჩების“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში „არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა გია ამირხანაშვილმა გარკვეული ცვლილებები განახორციელა გუნდში და შეტევებს უმატეს, თუმცა მე-7 წუთზე საჯარიმდნენ და სტუმრებმა ზუსტად დაარტყეს 7:31.

ოზურგეთელებმა რამდენიმე შეტევა განახორციელს და 21-წუთზე აიდინ ჯოსეფამ ლელო დადო, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა _14: 31.

ბოლნისელებმა 27-ე წუთზე გუნდურად დადეს ლელო, რაც 29-ე წუთზეც გაიმეორეს, თუმცა გარდასახვა ორთავე შემთხვევაში არაზუსტად შეასრულეს _14 :46.

შეხვედრის ბოლოს „არწივების“ ლეგიონერმა მესამე ლელო დადო, გარდასახვა კვლავ წარმატებით შეასრულა ბახვა კობახიძემ.

21:46 ასე დასრულდა ეს მატჩი.

ოზურგეთში ახალი არენის აგებამდე მატჩები არ ჩატარდება. გუნდს კი მაყურებლების მხარდაჭერა სჭირდება.

დღევანდელი სხვა მატჩები;

„ბათუმი“- „ხვამლი“ 21:3;

„ყაზბეგი“-„ლელო სარასენს“ 3:16.

2 ტურის შემდეგ „ბათუმს“ და ბოლნისის „ყოჩებს“ 9-9 ქულა აქვს, ხოლო „ლელო სარასენს“ 8 ქულა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    დრამატული მატჩი „არწივების“ გამარჯვებით დასრულდადღეს, ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ სტადიონზე მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა ოზურგეთის „არწივებსა“ და სამხრეთ-ჯავახეთის „ტაოს“ შორის. იმ შემთხვევაში თუკი „არწივები“ 3 ლელოს სხვაობით მოიგებდნენ და ბონუს ქულას მიიღებდნენ, გათამაშების ცხრილში კვლავ მეორე საფეხურზე იქნებოდნენ, ბოლო ტურში „ბორჯომთან“ სავარაუდოდ მოიგებდნენ , ნახევარფინალურ მატჩს თბილისის „ხვამლთან“ ოზურგეთში გამართავდნენ, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო. ოზურგეთის…
  • 53
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 52
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 49
    გორში „ყაზბეგმა“ არწივებს 40:18 სძლიასტეფანწმინდის „ყაზბეგმა“ ოზურგეთის „არწივებს“ გორის „ჭალის“ სტადიონზე ბონუსით, 40:18 სძლია და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. მე-7 ტურის სადებიუტო შეხვედრაში ნომინალური მასპინძლები სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. „არწივები“ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა თავის დაცვას და თამაშში დარჩენას, მაგრამ დასკვნით 30 წუთში ვეღარ გაძლეს. თუ არა თამაში, „არწივებმა“, რომელმაც მანამდე კონტრშეტევაზე ნაღდი…