საჭადრაკო კლუბში დამთავრდა სენიორთა ოზურგეთის 2023 წლის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც 60 წელს გადაშორებული ასაკის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ის მოჭადრაკეები მოხვდნენ, რომლებიც დღემდე აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ მუნიციპალურ და რეგიონალურ ღონისძიებებში, გააჩნიათ მდიდარი სატურნირო გამოცდილება,სათამაშო კლასი და აქვთ საკმაოდ სერიოზული სპორტული მიღწევები. მრავალი წელია, სენიორთა ჩემპიონატი ოზურგეთში ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება და მას, ვაჟთა შორის მუნიციპალური ჩემპიონატის ერთერთი შესარჩევი ტურნირის მნიშვნელობაც ენიჭება. შესაბამისად მის მიმართ ჭადრაკის მიმდევართა ინტერესი ყოველთვის დიდია, რაც წლევანდელმა პირველობამაც დაადასტურა. საინტერესო გამოდგა შეჯიბრების წინ გაკეთებული პროგნოზები იმაზე, თუ ვინ შევიდოდა საპრიზო სამეულში და როგორ განაწილდებოდა იგი.(წინასწარ ვიტყვით , რომ მთლად ზუსტი, არა მაგრამ ყველაზე მიახლოებული პროგნოზი შეჯიბრების ორგანიზატორის აღმოჩნდა). სამი ტურის შემდეგ დაწინაურდნენ და ჩემპიონობის რეალური შანსები გაუჩნდათ, 90 წელს გადაცილებულ რომან კუტუბიძეს და ანზორ ქუტიძეს, რომლებმაც ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს ეს უპირატესობა. ისე მოხდა,რომ ბოლო ტურის წინ ერთდროულად ხუთ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა ჩემპიონობის შანსი. ასეთ სიტუაციაში ყველაზე უფრო ძალების მობილიზება ბეჟან ცეცხლაძემ შეძლო, რომელმაც არასასურველი სტარტის შემდეგ, დასკვნითი პარტიებში უშუალო მეტოქეებს აჯობა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ანზორ ქუტიძეს. III-IV ადგილები რომან კუტუბიძემ და ვოვა ტაკიძემ გაინაწილა. (მათ, 70-90-იან წლებში 3-3 ჯერ აქვთ მოგებული რაიონული ჩემპიონატი და ამასთან წარმატებით გამოდიოდნენ რესპუბლკური,თუ საკავშირო დონის უწყებრივ ჩემპიონატებსა და ტურნირებში). ჩემპიონატში ურიგოდ არ უთამაშია ჯემალ კეჭაყმაძეს(სენიორთა ტურნირის ორგზის ექს-ჩემპიონი)) და იური დიდმანიძეს, რომლებიც პრიზიორებს მხოლოდ 0,5-1,0 ქულით ჩამორჩა.
წარმატებულ მოჭადრაკეებს შესაბამის მედლებთან და სიგელებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ჩემპიონატის საგზურები გადაეცათ.
შეჯიბრების დებულების შესაბამისად, ჩემპიონატის პირველ ხუთეულში შესული მოჭადრაკეები მონაწილეობას მიიღებს ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ჩემპიონატში, რომლის ჩატარება მ/წლის ოქტომბერ- ნოემბერშია დაგეგმილი.ამავე ჩემპიონატში მონაწილეობისათვის განსაზღვრულია ადგილები სასკოლო ასაკის მოჭადრაკეებისათვის, რომელთა შერჩევა მოხდება მოსწავლეთა შორის ღია ჩემპიონატის შედეგების საფუძველზე.(იგი გაიმართება 22-25 სექტემბერს, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში).
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    დამთავრდა მოსწავლეთა შორის ღია მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკშისაჭადრაკო კლუბში დამთავრდა მოსწავლეთა შორის ღია მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც უნდა გამოევლინა გოგონათა და ჭაბუკთა შორის აბსოლუტური ჩემპიონები და ის ექვსი საუკეთესო მოჭადრაკე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებს, ოქტომბერ- ნოებერში დაგეგმილ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ჩემპიონატში. ჩემპიონატში 12 დან 17 წლამდე ასაკის 17 მონაწილე იყო ჩართული, რომლებსაც საკმაოდ დიდი სათამაშო გამოცდილება აქვთ…
  • 72
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 71
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 69
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…