ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც დაგეგმილია მდინარე ბახვისწყლის ხეობაში არსებული საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემში. სოციალური პროგრამის შემუშავების ეტაპზე მოხდა საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვით ვანისქედში წყლის მომარაგების სისტემის შექმნა განისაზღვრა.
ბახვი ჰესის პროექტი, ვანისქედში მცხოვრები 46 აბონენტისთვის სუფთა წყლის მიწოდების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის პირველ ფაზაზე მიმდინარეობს, შიდა დაქსელვა და ოჯახების მრიცხველებით უზრუნველყოფა. ეს სამუშაოები 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, ის ითვალისწინებს სადგურის მშენებლობასა და აღჭურვას, ასევე წყლის შემკრებ რეზერვუარში წყლის შევსებას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყაროების მეშვეობით, რაც სატუმბი სისტემით განხორციელდება.
„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საშვილიშვილო პროექტს ვახორციელებთ ვანისქედში. 46 ოჯახში, ამ პროექტის მეშვეობით, ონკანში წყალი წამოვა, რაც ჩვენ მოსვლამდე ნამდვილად საოცნებო ჰქონდათ ვანიქედელებს. სწორედ ესაა ის სარგებელი, რაც დიდი კომპანიების შემოსვლას მოაქვს რეგიონში. ინფრასტრუქტურულ კომპანიებს თან მოაქვთ ცოდნა, გამოცდილება და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, სარგებლის გაზიარების პოლიტიკა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ, პროექტებს ვახორციელებთ არა მხოლოდ ხალხისთვის, არამედ სწორედ იმ ხალხთან ერთად, ვისთვისაც კეთდება პროექტი“ _ აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.
მსგავსი სტატიები
- 53გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 48ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 44„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 42დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…