ადრე დილიდან დაწყებული რამდენიმე მოქალაქემ დარეკა გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში _ გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, შენობაში წყალი დგას, ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ და ა.შ.
ქ. ოზურგეთში, გამსახურდიას მესამე ჩიხი სახლი 6-ის მცხოვრებლები შველას ითხოვენ.
_ იმის გამო, რომ სახლთან არასწორად დააგეს ასფალტი, რომლის სიმაღლე სახლის სადარბაზო შესასვლელს საკმაოდ აღემატება, სადარბაზოში წყალი დგას და ჩვენი ძალებით მისი ამოტუმბვა შეუძლებელია. დაგვეხმარეთ, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან, უფროსები სამსახურში (ვინც მუშაობს)… შეგვატყობინეს რამდენიმე წუთის წინ ამ სახლის მაცხოვრებლებმა..
ვიხრჩობით წყალში,26 მაისის ქუჩა დაიტბორა ,1,2, 3,4,6 სახლები ცუდ დღეში ვართ,საშველს ვერ ვხედავ ნახევარი მეტო წყალია პირველ სართულზე ავინაცვლეთ მეორეზე,მძიმე ავადმყოფები მყავს,ერთი ლოგინად ჩავარდნილი,მას უმალავთ ,რა ვქნა როგორ გადავჩეთ ,სახლს ხომ არ წაიღებს ნეტავ უფალო გვიშველეთ_ სოციალური ქსელისსაშუალებით ავრცელებდნენ განცხადებას 26 მაისის ქუჩის მაცხოვრებლები…
წუხელ, ღამის 3 საათზე აბობოქრებულმა მდინარემ ე.წ,ბაზრისწყალმა,გადმოლახა ჯებირები და გრიბოედოვის ქუჩის ”უსახელო”ჩიხის გასწვრივ სახლები დატბორა,
ჯავახიშვილის ქუჩა….ყოფილი ლენინგრადი…..წაიღო წყალმა….ნუთუ არ შწიძლება მდინარის ხიდის გაწმენდა???? _გვწერს ხათო სირაძე..
_ 1,5 მეტრზე დაიტბორა ჩემი სახლის პირველი სართული, 9 აპრილის ქ. #20. აღარაა საშველი _გვწერს მაიკო ოთხმეზური.
წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გმირთა მოედნის მიმდებარე სავაჭრო და სხვა ობიექტები, მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში.
_როგორ ვივიქრებდი, წყალი ჩემს სავაჭრო ობიექტში შემოიჭრებოდა. ხორცის შესანახი მაცივრები ჩართული მქონდა, წყალი შემოვარდა და დამიწვა. ფინანსური ზარალი ერთია და მაცივრის აღდგენა მეორე _ გვითხრა თამაზ ჯიბლაძემ.
მოქალაქეები ქალაქის გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე აკეთებენ აქცენტს…
ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა_ „ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური.
ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040 “ _დაუკავშირდით.
მსგავსი სტატიები
- 42ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 37საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 37"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 36დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 34გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…