მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, გია ანთაძე შესაძლოა ოზურგეთის მერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს, თუმცა თავად ანთაძემ ეს ცნობები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი გეგმები არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ოზურგეთის მერობის კანდიდატის არჩევნებში გია ანთაძე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა, მაგრამ შემდეგ მმართველი პარტია პაატა კუნჭულიას კანდიდატურაზე შეჯერდა. პაატა კუნჭულიას საარჩევნო ველზე კონკურენტი მხოლოდ „გახარია საქართველოსათვის“ კანდიდატი ალექსანდრე მენაბდე ჰყავდა,რომელსაც შესაბამისი საარჩევნო მხარდაჭერა არ ჰქონდა და საბოლოოდ ხმების მხოლოდ 7,15 პროცენტი მიიღო.
როგორც იცით, პაატა კუნჭულიამ 14 აგვისტოს თანამდებობა დატოვა. გადადგა ორი მოადგილე და რამდენიმე მისი გუნდის წევრი…მერის მოვალეობას ამ ეტაპზე კუნჭულიას პირველი მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს.
გია ანთაძე 2026 წლის 19 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იგი მანამდე ა (ა) იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრს“ წარმატებით ხელმძღვანელობდა. იგი თანამდებობიდან პაატა კუნჭულიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაათავისუფლა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე შარშან ადგილობრივმა ამომრჩეველმა მიხეილ აფციაური აირჩია, რომლის გუნდსაც ამჟამად გია ანთაძე წარმოადგენს.
მსგავსი სტატიები
- 64
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებს გია ანთაძე შეუდგა. მან მერიის თანამშრომლებთან პირველი თათბირი ჩაატარა. თათბირს მერიის იმ 22 თანამშრომლის ნაწილი დაესწრო, რომლებიც პაატა კუნჭულიას გუნდის მიერ დაორგანიზებული გათავისუფლების ბრძანებები ჰქონდათ მიღებული. გია ანთაძე 2026 წლის 19 მაისიდან თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ მუშაობდა. რაც შეეხება პაატა კუნჭულიას პირველ… - 63
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 62
ა (ა) იპ „ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელად, მაკა ჭყონია დაინიშნა. მაკა ჭყონიამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლანა თოდუა ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა, ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას გადადგომის შემდეგ დატოვა. მაკა ჭყონია წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღნიშნულ აიპს და იგი ერთ-ერთ საუკეთესო ხელმძღვანელად ითვლებოდა რეგიონში. - 62
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
