გურიაში 6 ადამიანი, რომლებიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი 6 მოქალაქე, ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ასევე, ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს – ერთი პირის გადმოყვანა, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა.
წყარო: „რუსთავი 2“
მსგავსი სტატიები
- 72
- 69თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბალიკესირის პროვინციაში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ბალიკესირის პროვინციის სინდირგის რაიონში ერთი შენობა ჩამოინგრა.
- 69
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. უწყება ამბობს, რომ გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოხდა ევაკუაცია, პრევენციის მიზნით კი საავტომობილო გზა დაიკეტა. - 69
- 69


