კურორტ გომისმთის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია ამ წუთებში ტვ. „გურიამ“გაავრცელა.

კურორტიდან მომავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სოფელ გომთან ხევში გადავარდა. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ასევე, ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ შეყვანილები არიან აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ოთხი ადამიანი: ქალი, მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი.

მომხდარზე ჯერ-ჯერობით შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

P.S.მოგვიანებით გავრცელდა ინფომაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სტატიები

  • 78
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 75
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 74
    ოზურგეთში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდასულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
  • 71
    ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე ავტოასაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპაჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სამების ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცავია_ გიორგი ხაჯიბეგოვი სოფელ ვან ზომლეთიდან. ასევე დაღუპულია გოგა მეფარიშვილი (სოფელი გორა), თომა ჟღენტი. შემთხვევა დღეს მოხდა. 2 დაშავებული, ჩოხატაურში ჯანმრთელობის სახლ „გურიაშია“ გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
  • 71
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.