საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ორთავე ასაკობრივ კატეგორიაში შეჯიბრება ცალცალკე, იმართება და მასში ის მოჭადრაკეებია ჩართული, რომლებმაც წელს, თანატოლთა შორის გამართულ სხვადასხვა დონის ტურნირში, განსაკუთრებით წარმოაჩინეს თავი.
ტურნირში, სადაც უკვე ხუთი ტური გათამაშდა საინტერესო პარტიები ვიხილეთ, თუმცა რადგან იგი რაპიდის რეგლამენტით მიმდინარეობს, ადგილი ჰქონდა ცალკეულ ცაიტნოტებს და მისგან გამომდინარე გარკვეულ შეცდომებს. რამდენიმე წამყვან მოთამაშეს, რომლებსაც საპრიზო სამეულში გასვლას უპრობლემოდ უწინასწარმეტყველებდნენ, ჯერ კიდევ ნაადრევი ჩანს, თუმცა ამის შანსებს ინარჩუნებენ.
აღნიშნული არ ეხება უმცროს ასაკში მოასპარეზეებს. აქ 4 შესაძლებლობიდან 3-3 ქულით ალექსანდრე შევარდნაძე და გაბრიელ სალუქვაძე ლიდერობს, რომლებმაც პრაქტიკულად გაინაღდეს საპრიზო სამეულში შესვლა, თუმცა რა თანმიმდევრობით გაინაწილებენ ადგილებს, ამაზე პასუხს დარჩენილი პარტიის შედეგები გაგვცემს. ლიდერებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი ჯანელიძე და სოფია რატიანი.
საპრიზო ადგილზე გასვლის თეორიული შანსი აქვს ანდრია ადეიშვილსაც, რომელმაც რამდენიმე პარტია კარგად ჩაატარა.
10 წლამდე ასაკში 5 ტურის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: გიორგი სალუქვაძე 4 ქულა და ერთი დარჩენილი პარტია უშუალო კონკურენტთან-გაბრიელ ბარამიძესთან, რომელსაც 3,5 ქულა და 2 დარჩენილი პარტია,აქვს. 3 ქულით მესამე პოზიციაზეა გაბრიელ მჟავია. მას მესამე საპრიზო ადგილის რეალური შანსი აქვს, თუმცა შეეძლო მეტიც, როცა აშკარად მოგებულ პარტიაში ცაიტნოტის გამო მოგებაძე შეგნებულად არ ითამაშა და უშუალო კონკურენტთან ყაიმი გააკეთა.
დაველოდოთ დასკვნითი პარტიების შედეგებს, რომელიც საბოლაოდ განსაზღვრავს ჩემპიონატის საბვოლაო შედეგებს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 53
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 53
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…