დღეს , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა, რომელიც 250 სტუდენტზეა გათვლილი.
ამჟამად კი გიორგი ამილახვარი მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან 228 პედაგოგს დახურულ ფორმატში ხვდება. შეხვედრას ესწრებიან ასევე სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, პრესსამსახუები, სულ 280 კაცი.
რეგიონის პედაგოგებს მიესალმა გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე.
გიორგი ამილახვარმა სულ რამდენიმე წუთით მისცა ჟურნალისტებს (მრავლად არ იყვნენ ) შეხვედრაზე დასწრების უფლება.
შესავალ სიტყვაში მან პედაგოგებისთვის მოსალოდნელი ხელფასების მატების შესახებ აღნიშნა და პედაგოგებს სთხოვა ესაუბრათ არსებულ პრობლემებზე.
ამის შემდეგ პრესსამსახურების საშუალებით ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დარბაზი უნდა დაეტოვებინათ(?!).
შეხვედრა გრძელდება.
მსგავსი სტატიები
- 55ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 54"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 54საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 53დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…