ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ევრაზიის თეატრების გაერთიანების (Eurasia Theatre Association — ETA) ერთ-ერთი დამფუძნებელი ვასილ ჩიგოგიძე სტამბოლში, გაერთიანების კონგრესში მონაწილეობს.
1–3 ოქტომბრის სამუშაო პროგრამა აერთიანებს გენერალურ ასამბლეას, წევრი თეატრების წარმომადგენელთა შეხვედრებს, პროფესიულ დისკუსიებსა და სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვას.
ევრაზიის თეატრების გაერთიანება დღეს უკვე 36 წევრ ქვეყანას აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას თეატრებს შორის შემოქმედებითი კავშირების, ერთობლივი პროექტების, ფესტივალებისა და პროფესიული გაცვლის განვითარებისთვის.
 კონგრესი მალთეფეს VIII საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმართება, რომელშიც ოზურგეთის თეატრიც მონაწილეობს.
 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ოზურგეთის თეატრი ფესტივალის მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ძაღლი“ წარუდგენს.

მსგავსი სტატიები

  • 76
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 73
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 72
    ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.2025 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს საიუბილეოა და აღინიშნება დაარსებიდან 10 წელი. _ ამის შესახებ დღეს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა; _ წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის…
  • 72
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 71
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…