ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „გარემოს დაცვა და სამოქალაქო განათლება“ გრძელდება. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ოქტომბრის თვის მთავარი აქტივობა სკოლებში ეკო კლუბის დაარსება და ეკო-ელჩების არჩევა იყო. მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სიახლის მთავარი მიზანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების შესახებ ცნობიერების გაზრდა, ახალგაზრდებში აქტივიზმის პოპულარიზაცია და კრეატიული და კრიტიკული აზროვნების გამომუშავებაა.

ფარული კენჭისყრის საფუძველზე ჯამში სულ 7 ეკო-ელჩი შეირჩა. 5 მთისპირის, ხოლო 2 ჩხაკაურას საჯარო სკოლიდან. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა „საქართველოს ტყეების საველე გზამკვლევი“, ეკო-ელჩებისათვის კი, დამზადდა ბრენდირებული მაისურები, მათი პასუხისმგებლობის და ლიდერობის ხაზგასასმელად.

ეკო-ელჩების მთავარი მოვალეობა, თანასკოლელებისა და თანასოფლელების ინფორმირება, გარემოს მოვლის პროცესში აქტიური ჩართვა, ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება იქნება. ამასთან, არჩეული ეკო-ელჩები იქნებიან ეკო კლუბის ლიდერები და მონაწილეობას მიიღებენ გურიის რეგიონისა და საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ პროექტებში.

თავის მხრივ, კლუბის საქმიანობას კურატორობას გაუწევენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები. მიმდინარე სასწავლო მასალის ათვისების პარალელურად, ისინი მოსწავლეებს დაეხმარებიან პრაქტიკული პროექტების განხორციელებაში, იქნება ეს სკოლის ეზოს მოვლა/გალამაზება, სოფლის საჭიროებებს მორგებული პროექტების დაგეგმვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

„მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში ეკო კლუბის დაარსება ჩვენთვის მიმდინარე წელს განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების შესახებ ცნობიერების ზრდას, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაიზრდება მათი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრების როლი. ეკო კლუბის პროექტის ფარგლებში ეკო ელჩები ბახვი ჰესის ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გაზიარებას უფრო ფართო აუდიტორიისთვის შეძლებენ, რაც მათ არაერთი მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, ზოგად ჭრილში რომ შევხედოთ, საცხოვრებელ გარემოში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ კი, მათი გადაჭრის გზების მოძიება და განხორციელება ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაშიც დაეხმარება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ამ თემით მოსწავლეების დიდი დაინტერესება და მათ მიერ გამოხატული ენთუზიაზმი. ეს ყველაფერი ერთად, ბახვი ჰესის გუნდს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს იმისთვის, რომ საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ყველას ერთად მონდომება უკვალოდ არ ჩაივლის“,– განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 81
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 78
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…
  • 76
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…