კურსდამთავრებულებს მიმართავს

სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა.

ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე.

ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდნენ ლამფის შუქზე და უგზოობის პირობებში.

გვინდა ამ მასწავლებლების სახელები უკვდავყოთ და შევიტანოთ სკოლის მატიანეში. მათ არ დაიშურეს არაფერი ზოტში სწავლის მაღალი ხარისხისათვის.შედეგიც სახეზეა. ეს თითოელი მათგანის ბიოგრაფიის სასახელო ფურცელია.

ამიტომ გვთხოვთ ყველა იმ მასწავლებელს, ვისაც ზოტში უმუშავია, მოგვაწოდოთ თქვენი ფოტოები და ბიოგრაფია. სოფელზეც თუ რაიმე მოგონებებს მოგვწერთ, კარგი იქნება. ვინც ცოცხალი აღარაა, ნათელი ჰქონოდეთ. ოჯახის წევრებს, ნათესავებს ვთხოვთ მოგვაწოდონ მათი ფოტოები და თუ მოუსმენიათ, მოგონებები ზოტზე.

ასევე ვთხოვთ ზოტის სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლება და მუშაობენ სხვადასხვა სოფლებსა თუ ქალაქებში მასწავლებლად, ექიმად, ფარმაცევტათ, ინჟინრად, ადვოკატათ თუ არიან ბიზნესით დაკავებულნი, ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ფოტოები, ავტობიოგრაფია და ტელეფონის ნომრები.

პატივისცემით,

ნევრიზ მიქელაძე,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ჩვენი ელფოსტა: nevrizimikeladze @ gmail.com

mob: 551 15 87 18

მსგავსი სტატიები

  • 79
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 79
    ლიზი გოგაბერაშვილი-60 დან 57 ქულა.ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გოგაბერაშვილი-60 დან 57 ქულა. ვულოცავთ!
  • 78
    მერიის სკოლის კურსდამთავრებულის წარმატებასოფელ მერიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანა ცეცხლაძემ, ინგლისური ენის გამოცდაზე, მაქსიმალური 70 ქულიდან 67 ქულა მიიღო. ვულოცავთ!
  • 77
    სერგი ჭეიშვილი _60-დან 59 ქულაოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა სერგი ჭეიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო. ვულოცავთ!
  • 76
    ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეებივიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა: 58 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე 57 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე ხატია სალუქვაძე 56 ქულა- მერი თალაკვაძე ანა ნინიკაშვილი სოფო გორდელაძე ნათია ღლონტი 55 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე მარიამ კობახიძე 53 ქულა- ლიზი მახარაძე მარიამ ქართველიშვილი კოკო ჩხაიძე 52 ქულა- ანასტასია გობრონიძე…