საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

წყარო: იპნ.გე

მსგავსი სტატიები

  • 76
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
  • 75
    „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. „ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  ყრილობაზე.  
  • 75
    TV „იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლისTV „იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 1-ელ თებერვალს გასაჯაროვდება. როგორც „იმედი“ იუწყება, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის გამართვა იგეგმება. „ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი…
  • 75
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 73
    საპროტესტო აქცია ოზურგეთშიდღეს, 18 საათზე, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე ოზურგეთელმა აქტივისტებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის „უცხოური გავლენის შესახებ“ აპროტესტებდნენ. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.