პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო – თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი –ირაკლი ჩიქოვანი;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

მსგავსი სტატიები

  • 92
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 90
    პრემიერ მინისტრი ბახმაროში ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,…
  • 90
    ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდააჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა…
  • 89
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…
  • 88
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…

არ გამოტოვოთ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა. გივი მიქანაძე გაეცნო სკოლის STEM მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას, დაათვალიერა კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგებს შეხვდა. მინისტრი ასევე იმყოფებოდა ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. გივი მიქანაძე სკოლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და გამორჩეული კურსდამთავრებულები. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სკოლის იუბილე მიულოცა და ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „180 წელი – თავისთავად თარიღიც შთამბეჭდავია, თუმცა, ეს მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის. ესაა არაერთი თაობის აღზრდა, მეგობრობა, თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების უწყვეტი გადაცემა, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა უმნიშვნელოვანეს კვალს ტოვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ეს არის სკოლა, რომლის კედლებში არაერთი გამორჩეული, დიდი ქართველის ცხოვრების გზა დაიწყო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სკოლის თითოეულ პედაგოგს, ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებმაც ამ 180-წლიანი ისტორიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მადლობა სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთა წარმატებები ამ სკოლის განვითარების ნაწილია. ეს წლები დიდი პასუხისმგებლობაც არის – შეინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებმაც სკოლა ამ სიმაღლემდე მოიყვანა და ამავე დროს, შექმნა უკეთესი, ღირსეული მომავალი. ვულოცავ ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს! მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და კურსდამთავრებულებს ვუსურვებ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შესაძლებლობებსა და მიღწევებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის ისტორია და სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. სკოლის იუბილეს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულო გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შემოქმედისა და სრულიად გურიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები, ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა რეგიონის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1846 წლის 14 აპრილს გაიხსნა. სკოლამ თავისი თითქმის ორ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქვეყანას არაერთი თვალსაჩინო მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე აღუზარდა. მათ შორის არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, აპოლონ წულაძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვა მრავალი გამორჩეული კურსდამთავრებული. საგანმანათლებლო დაწესებულება წარმატებით აგრძელებს მრავალწლიანი საგანმანათლებლო ტრადიციების განვითარებას და ორიენტირებულია თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვაზე, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე.