დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გურიის რეგიონალური გაზეთ „ალიონის“ არქივის ნაწილი გადაეცა.

_ გაზეთ „ალიონის“ არქივის დიდი ნაწილი (1931 წლიდან ყოფილი „ლენინის დროშა,“ გაზეთი „გურია,“ ალიონი“) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული,(ვგულისხმობთ გაზეთის თითო ეგზემპლარს“). 2013 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გაზეთ „ალიონს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შესაბამისად  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია  ბოლო 10 წლის „ალიონის“ ყველა  PDF ფაილი. პარალელურად მიმდინარეობს ყველა იმ წლის გაზეთების გადაცემა ბიბლიოთეკისათვის, რომელიც არაა ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.

ბოლო პერიოდში „ალიონის“ გარშემო მომხდარი ნეგატიური მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ გაზეთს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამიტომ დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს მდიდარი არქივის დაცულ ადგილას დაბინავება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი ეროვნული ბიბლიოთეკაა. _ განაცხადა „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა.

არქივის გადაცემის პროცესს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიო კილაძე დაესწრო.

მსგავსი სტატიები