დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გურიის რეგიონალური გაზეთ „ალიონის“ არქივის ნაწილი გადაეცა.
_ გაზეთ „ალიონის“ არქივის დიდი ნაწილი (1931 წლიდან ყოფილი „ლენინის დროშა,“ გაზეთი „გურია,“ ალიონი“) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული,(ვგულისხმობთ გაზეთის თითო ეგზემპლარს“). 2013 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გაზეთ „ალიონს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შესაბამისად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია ბოლო 10 წლის „ალიონის“ ყველა PDF ფაილი. პარალელურად მიმდინარეობს ყველა იმ წლის გაზეთების გადაცემა ბიბლიოთეკისათვის, რომელიც არაა ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.
ბოლო პერიოდში „ალიონის“ გარშემო მომხდარი ნეგატიური მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ გაზეთს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამიტომ დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს მდიდარი არქივის დაცულ ადგილას დაბინავება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი ეროვნული ბიბლიოთეკაა. _ განაცხადა „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა.
არქივის გადაცემის პროცესს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიო კილაძე დაესწრო.
მსგავსი სტატიები
- 65
ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…
- 65
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 64
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 64
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 63
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად…