გარდაიცვალა ცნობილი იურისტი, ქალაქ ბათუმის ყოფილი მოსამართლე, აჭარის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი, იუსტიციის სამინისტროს უფროსი კონსულტანტი ცარო  სურგულაძე.

ცარო სურგულაძე ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. ოზურგეთის #5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა და საგამოძიები საქმიანობა ოზურგეთის პროკურატურაში დაიწყო. მან, სრულიად ახალგაზრდა გამომძიებელმა, ჩინებულად გაართვა თავი  ურთულეს და მეტად საპასუხისმგებლო საქმეს.

ცარო სურგულაძეს,პროფესიული წარმატების მოსაპოვებლად, დიდი ენერგია და შრომისმოყვარეობა უწყობდა ხელს.

მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული საქმიანობისათვის ცარო სურგულაძეს ვადაზე ადრე, 1972 წელს მიენიჭა მეორე კლასის იურისტის წოდება.

1977 წლიდან ქალბატონი ცარო აჭარაში მოღვაწეობდა, ქალაქ ბათუმის პროკურორის თანაშემწედ.

1982 წელს ცარო სურგულაძე ქალაქ ბათუმის მოსამართლედ აირჩიეს. იყო აჭარის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი, აჭარის იუსტიციის სამინისტროს უფროსი კონსულტანტი.

შემდეგ, ორ ათწლეულზე მეტი ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგედ იმოღვაწევა. იყო აჭარის ქალთა  რესპუბლიკური  საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

პარალელურად ამისა, ათეული წლების მანძილზე, იგი თავიS მეუღლე, საქართველოს დამსახურებულ იურისტ, აჭარის რესპუბლიკის მთავარ პროკურორ დავით თამაზაშვილთან ერთად ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

შემდეგ აჭარის ადვოკატთა კოლეგიაში მოღვაწეობდა.

წავიდა ჩვენგან ვალმოხდილი ქალბატონი. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ცათა შინა.

ახლობლები, მეგობრები

სურათზე: ცარო სურგულაძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, ალექსანდრე ნალბანდოვი დისკუსიაზე. 2001 წ.

ცარო სურგულაძის გასვენება შედგება ხუთშაბათს, 29 თებერვალს _ქ. ოზურგეთი, გენო ჩხაიძის ქუჩის პირველი ჩიხი, #7; დაკრძალვა ექადიის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 71
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 70
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 69
    მამა ნიკოლოზის ხსოვნასგარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…
  • 69
     ბიძინა ვასაძის ხსოვნასგარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე. ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა.  ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი…
  • 68
    გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისაქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.