დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა.

ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება.

ბათუმში თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და საწყის 10 წუთში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მამუკა ნინიძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა, მერე კობა ბუჯიაშვილმა გაჭრა ხაზი მეტოქის 22-ში და მარჯვენა ფრთაზე მარტოდ დარჩენილმა პენი მაკამ ლელო გაიტანა, მე-9 წუთზე კი ფეხით გადაკიდებული ბურთი ნინიძეს ჩაუვარდა ხელში, ედვის სასმა კარგად ირბინა, ხოლო ლელო ჯაბა შათირიშვილმა მიითვალა და ნინიძემ გარდასახა.

ამის შემდეგ „არწივებმა“  შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, გააფთრებით შეუტია და ლუკა კოხიამ ძელებსშუა საპასუხო ლელო გაიტანა. სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს და 27-ე წუთზე კონსტანტინე გაზაშვილმა 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მეორე ლელო გაიტანა. მარვინ ფრედერიქსმა ორივე გარდასახა – 15:14.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ნინიძემ და ფრედერიქსმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც „ბათუმი“ სრულად დაეუფლა უპირატესობას და 5 უპასუხო ლელო გაიტანა: 54-ე და 65-ე წუთებზე 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლები გიორგი მენაბდიშვილმა ლელოებად აქცია; 68-ეზე სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა კობა ბუჯიაშვილის ლელოთი დასრულდა; 73-ეზე თავი აუსტინ პრინსმა, ხოლო ბოლო წუთზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლეშა ფოფხაძემ გამოიჩინეს. ნინიძემ სამი გარდასახა – 49:17.

მსგავსი სტატიები

  • 87
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 86
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 83
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 83
    ოზურგეთის „არწივებმა“ „აკადემია“ 69:10 დაამარცხადღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12  ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…
  • 82
    ოქრო და ბრინჯაო მკლავჭიდელებისაგან!!!15 სექტემბერს ქ. ბათუმში, მკლავჭიდში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.  შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა და შინ ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო წამოიღეს.  I ადგილი ფირუზ მარკოიძე ( 55 კგ) მარჯვენა და მარცხენა მკლავი  III ადგილი…