საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესი ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოინახულეს. პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაციის კუთხით 7 პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, ხუთი პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მათი დასრულება 2024 წელს იგეგმება. ორი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წელს დაიწყება და ეტაპობრივად 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.
აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო დაფინანსებით ჯამურად 115 მილიონი ლარი იხარჯება, რომელთა დასრულების შემდგომ გურიის რეგიონის 44 000 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მსგავსი სტატიები
- 82
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 81
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 79
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კომპანიის დირექტორთან დავით კვინიკაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხემლისხიდი, დვაბზუ და მშვიდობაური, დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რაც 3,800-მდე ბენეფიციარს 24-საათიან წყალმომარაგებაზე…
- 74
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ. პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან…
- 74
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში, წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე…