დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების მე-16 ტურში მეორე ფრე დაფიქსირდა. ფოთის „პარკი არენაზე“ ოზურგეთის ‘არწივებისა’ და სფენწმინდის ‘ყაზბეგის’ დაძაბული შეხვედრა 19:19 დასრულდა.

ვერმოგებამ ‘ყაზბეგს’ ფლეი ოფში შესვლის შანსები შეუმცირა. გუნდს ახლა 33 ქულა აქვს და 4-ით ჩამორჩება  მე-6 პოზიციაზე მყოფ რუსთავის ‘ხარებს’, რომელიც ტურის მატჩს კვირას გამართავს. ‘არწივებს’18 ქულა მოუგროვდა და მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩა. მე-9 პოზიციაზე მყოფი დებიუტანტი პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ფლეი ოფს ითამაშებს.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს. ანგარიში გიორგი ბეჟანიძემ გახსნა, როდესაც რაქიდან ძალისმიერ სტილში შეუტია. ბახვა კობახიძემ გარდასახვით მასპინძლებს კიდევ 2 ქულა შესძინა. 32-ე წუთზე ოზურგეთელებმა რაქიდან გამოვარდნილი ბურთი საკუთარ 22-ში ვერ დაიმორჩილეს, ლელოში შეუშვეს იქ ის მათე ჩქარეულმა დაამიწა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

48-ე წუთზე ‘არწივებმა’ მეტოქის 22-ში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, იქიდან ხელით კარგი კომბინაცია გაითამაშა და რანგატას პასით ნიკა გრძელიძემ ლელო გაიტანა. კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ყაზბეგმა’ 5 წუთში მოლით და ვაჟა მაისურაძის ლელოთი უპასუხა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახვით ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

ტაიმის შუაში გიორგი სირაძე და ნიკა ბაგაშვილი წაკამათდნენ ორივე წითელი ბარათით დაისაჯნენ. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და 63-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელო ლევან ჭავჭავაძემ გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ამის შემდეგ ‘არწივები’ გააქტიურდა და 76-ე წუთზე ხელით კარგად გათამაშებული კომბინაცია რანგატას ლელოთი დასრულდა, რომელმაც ერთი-ერთზე მბოჭავი დაჩაგრა. რანგატა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მარვინ ფრედერიქსის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ოზურგეთელებს დარჩენილ დროში ორი სალელოვე შანსი ქონდათ და რომელიმე რომ გამოეყენებინათ, თამაშს მოიგებდნენ, ასე კი გუნდებმა 2-2ქულა გაიყვეს – 19:19.

მსგავსი სტატიები

  • 81
    „ბათუმი“ 49:17 „არწივები“დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…
  • 78
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 77
    ოზურგეთის „არწივებმა“ „აკადემია“ 69:10 დაამარცხადღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12  ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…
  • 77
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 76
    აია 56:20 არწივებიოზურგეთის „არაწივები“ დღეს ქუთაიში გათამაშების ლიდერს „აიას“ შეხვდა. ქუთაისის „აიამ“ ოზურგეთის ‘არწივებს’ 56:20 სძლია, ბონუს ქულაც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში 5 ქულით დაწინაურდა. მე-13 ტურის პირველ შეხვედრას „აია არენამ“ უმასპინძლა. მასპინძლები მთელი თამაში დომინირებდნენ და 8 გარდასახული ლელო გაიტანეს. დებიუტანტმა ‘არწივებმა’ იბრძოლა და შესვენების შემდეგ სამი ლელო მიითვალა, მაგრამ ამით…