2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია.
აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ შეუერთდა. კამპანია გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც.
მომატებული არტერიული წნევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და სიკვდილობის ძირითად, ხოლო ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. არტერიული ჰიპერტენზია რისკ-ფაქტორია ისეთი მძიმე სისხლძარღვოვანი გართულებებისა, როგორიცაა თავის ტვინის ინსულტი, გულის კუნთის ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და სხვა.
საქართველოში მომატებული არტერიული წნევის მაჩვენებელი (≥140/90 მმ ვწყ. სვ.) 18-69 წწ პოპულაციაში 37.7%-ია; 80%-ს აღემატება არაკონტროლირებული ჰიპერტენზია. მნიშვნელოვანია, მედიცინის მუშაკთან ერთად, ყველამ შეაფასოს საკუთარი წნევის ციფრები. ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, მ.შ. ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, უზრუნველყოფილია მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში, მ.შ. საპენსიო ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ.
გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცხოვრე დიდხანს!
მსგავსი სტატიები
- 75
ვინაიდან აღნიშნულ კურორტებზე სასმელი წყლით მომარაგების დაბალი ტექნიკური დონე და არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობაა, რომელიც ხშირ შემთხვევებში იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციების ეპიდემიური გავრცელებას,დამსვენებელთა მასობრივ ავადობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს. აღნიშნული დაავადებების გავრცელების რისკი განსაკუთრებიღთ მატულობს ზაფხულის პერიოდში ისეთ საკურორტო ზონებში სადაც არ ხდება დამსვენებულთა სასმელი წყლით მომარაგება ცენტრალური წყალსადენით.… - 74ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
- 72სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
- 67
„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია… - 61
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება. შესაბამის…