საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით წითლიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფერმერებმა „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით თხილის კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი და პროგრამას 96 000-მდე მოსარგებლე ყავს. სახელმწიფოს დახმარების ფარგლებში, ფერმერებმა დაახლოებით 21 მილიონი ლარის ღირებულების, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატები და პესტიციდები შეიძინეს.
მსგავსი სტატიები
- 75
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 73
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 72
პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ. - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. აღინიშნა, რომ გენერალური გეგმის მიზანია ქალაქის, როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული და ტურისტული ფუნქციის გაძლიერება, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში,… - 72
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე.