ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლებს 2024 წელს 102 ოქროს მედალოსანი ჰყავს, რომელთაგან 14-მა 100%-იანი, ხოლო 11-მა 70%-იანი გრანტი მიიღეს. მათ ჯილდოთ 3000 და 1000 ლარი გადაეცათ. გრანტის მფლობელი მედალოსნები დამატებით 500 და 400 ლარს მიიღებენ. ასევე, 300 ლარი გადაეცათ მათ, ვინც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვეს, თუმცა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. ტრადიციულად დაჯილდოვდნენ სკოლებიც, რომლებიც თითოეულ 100%-იანი გრანტის მფლობელ მოსწავლეზე 1500 ლარს მიიღებენ.
დაჯილდოების ცერემონიალს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 80ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო. ,,გამორჩეული და სასიხარულო დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.…
- 80ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ახლადრეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო,…
- 79ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, რომლებმაც წარჩინებულ…
- 77საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად,…
- 77ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში, ,,ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში დასრულდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ…