ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და ის ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს, არ ვაპირებ წინასწარი დასკვნის გამოტანას. პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ასევე გეტყვით, ჩვენ გვსურს ევროპული მომავლის ხილვა ქართველი ხალხისთვის. ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის, ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც მე ვიცნობ, ვისაც სურს ევროპულ გზაზე ყოფნა და ამას სრულად ვუჭერ მხარს“, _ განაცხადა მინისტრმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 61
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 61
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას - შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.… - 60რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩასული რუსული დელეგაციის შესახებ არაფერი იცის. „არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე…
- 60
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 60
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ…