საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
პრეზიდენტი რამდენიმე წუთში სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს. მანამდე აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ამ წუთებში კი ევროკავშირის ჰიმნი სრულდება.
სცენა თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან არის განთავსებული.
მანამდე მანქანას, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო აპარატურა იყო მოთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი ტერიტორიაზე შეუშვეს.
ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში რუსთაველზე, მოქალაქეებს მიმართავს.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 71
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი… - 71
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და… - 68
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“. აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები - „მონა, მონას“ სკანდირებენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც. წყარო:ipn.ge - 67
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,… - 67
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…