საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თბილისში, ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა.
ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში შეძლო „ბორჯღალოსნებისთვის“ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაეწია. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ, რითაც ესპანელებმა ისარგებლეს და ერთ ეპიზოდში 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ პირველვე ტაიმში მოახერხეს მობილიზება, ტაიმის ბოლომდე სამი ლელოს დადება შეძლეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და პირველი ნახევარი 17:16 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო უკეთესად ჩაატარა მეორე ტაიმი, მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით)
მსგავსი სტატიები
- 72
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 65ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 64
ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად… - 64
იტალიაში მიმდინარე რაგბის ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები შეხვედრის ბოლოს დადებული ლელოთი 20:19 დაამარცხა. პირველ ტაიმში საფრანგეთის ნაკრებმა სამი ლელოს დადება მოახერხა, რასაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ლელოთი (ლევან ეზიეშვილი) და ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 10:19 დათმო. მეორე ნახევრში ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ზუსტი საჯარიმო… - 64
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…