რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საუბარია ტექნიკურ მოლაპარაკებებზე, ტექნიკურზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ჩაძირვით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება. ეს ერთი და მეორე – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ხორციელდება დედაქალაქში გაკეთებული მოხსენებების ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე სახის გაგებაზე საუბარი“, _ განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იგეგმება თუ არა ოფიციალური პირების განცხადებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 69
    მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყოაშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
  • 67
    ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგანღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
  • 65
    „როსგვარდია” - ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლიჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული გვარდია („როსგვარდია“) ავრცელებს. მათი განცხადებით, ხუთშაბათს უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემოგარენში სამხედრო კოლონას ესროლეს. უწყების ცნობით, მინიმუმ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია. „როსგვარდიის“ განცხადებით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ იპოვონ და დააკავონ თავდამსხმელები. წყარო: ipn.ge
  • 65
    უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას Onyx-ის და Х-31П ტიპის რაკეტებით და 96 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 42 დრონი ჩამოაგდესრუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში…
  • 63
    კონსტანტინ ზატულინი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება - ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარააფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, _ ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. „არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა.…