დღეს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორეჯერ დაუპირიპისპირდნენ ერთმანეთს _ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კვლავ სძლია, ამჯერად ანგარიშით 6:1.

20 მარტს, პირველ მატჩში  საქართველომ სტუმრად დაამარცხა მეზობელი ქვეყნის ნაკრები, ანგარიშით 0:3.

ვილი სანიოლის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა მეტოქე.

ამრიგად, საქართველო რჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, სომხეთი კი C დივიზიონში გადაინაცვლებს.

ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.

10 წუთში გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გოლით ნაკრებმა სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე გოლი 27-ე წუთზე შეაგდო ოთარ კიტეიშვილმა და დუბლი გაიფორმა.

35-ე წუთზე მიქაუტაძემ სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა _ ეს მისი მეორე გოლი იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი 5:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა ედგარ სევიკიანმა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ხვიჩა კვარაცხელიამ, 62-ე წუთზე.

გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების შემადგენლობაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა _ იგი საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შოთა არველაძეს, რომელსაც კარიერის განმავლობაში 26 აქვს გატანილი ნაკრების მაისურით.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 66
    2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა. სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა სადებიუტო გოლით, პირველი ტაიმის მიწურულს - 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ. ხოლო მატჩის მესამე გოლი ბულგარელებს 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. ამრიგად ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.…
  • 65
    ორი წითელი ბარათი და „„მერცხალის“ დასანანი მარცხიგუშინ,თბილისში, მე-3 ლიგის მატჩში, „მერანთან“ „გურიამ“ ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა. დღეს, ოზურგეთში, მე-4 ლიგის მე-15 ტურის მატჩში წალენჯიხის „სქურთან“ „მერცხალს“ გამარჯვებას ვარაუდობდნენ, თუმცა  „მერცხალმა“ თითქმის მოგებული მატჩი დათმო. მატჩი ორმხრივი იერიშებით დაიწყო. ოზურგეთელებმა ძლიერი დარტყმით პირველად მე-3 წუთზე მოსინჯეს სტუმრების კარი... 37-ე წუთზე დაახლოებით 25-27 მეტრიდან…
  • 64
    დღეს, ქ. ბათუმში, ერთალიგის მატში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მიუხედავად მასპინძლების დიდი სათამაშო უპირატესობისა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველებისაგან გოლი 76-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
  • 64
    საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 1:2 დამარცხდამსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ბულგარელებმა 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმის ბოლოს კი ერთი გოლი ბულგარეთის კარში შეხვედრის 88-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.