პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 2 249 979 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს მივეცით – დვაბზუს ნასაკირალისა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა 4, 800 მეტრი სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები, ეზოებში შესასვლელები და მგზავრთა მოსაცდელები. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“_ აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
მსგავსი სტატიები
- 75
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 73
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 70
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას… - 69
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
