რომის პაპის ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.

კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.

ფრანცისკეს 2025 წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

18 თებერვალს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.

საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, – რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას – შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.

მსგავსი სტატიები

  • 62
    კარდინალებმა რომის პაპი ისევ ვერ აირჩიესსიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა რომის პაპი კვლავ ვერ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, დილით ჩატარებული კენჭისყრის ორი ტურის შემდეგ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღის პირველ ნახევარში ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს. რომის პაპის ასარჩევად ხმის მიცემის მომდევნო ორი ტური დღეს საღამოს გაიმართება.…
  • 61
    რამაზან ბაირამი დღეს ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნესმუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული რამაზან ბაირამი დღეს ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს. სადღესასწაულო ლოცვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის  მეჩეთში გაიმართა. ჩვენ თანამოქალაქე მუსლიმ მრევლს ვულოცავთ რამაზან მარხვის ბაირამს!
  • 60
    12 აპრილს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღეა.ებრაული სახელი „ლაზარე“ ქართულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანს, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა. წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად…
  • 60
    ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა - ლოცვა აღევლინაყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საზეიმო წირვა - ლოცვა აღავლინა. ლიტურგიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად დაესწრო.
  • 60
    გურიაში ახალი საშენებლო კომპანია ფონი ქონსთრაქშენი გაიხსნა!  გურიაში აქამდე არ არსებობდა კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს. დღეს კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 6ა-ში! ვისთვის არის Foni Construction / ფონი ქონსთრაშენი ? თუ დრო არ გაქვს ხელოსნების მოძიებისთვის და მშენებლობის კონტროლისთვის, ან გურიაში არ იმყოფები, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სრულ პროცესს –…