ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

„ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. ისრაელმა ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები