გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთის ჭადრების პარკში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნასა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „დიდგორი “, „შემოქმედი“, „მართვე“, აგრეთვე ტრისტან სიხარულიძე, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა.

კონცერტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გენერალური დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფონდ „ქართული გალობის“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სტატიები