Skip to content
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • მედიცინა
  • რელიგია
  • სპორტი
  • თვითმმართველობა
  • ისტორია
  • ხელოვნება
  • კულტურა
  • მედია
  • სოფ.მეურნეობა
  • კრიმინალი
  • განათლება
რელიგია

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

ნუგზარ ასათიანი

Byნუგზარ ასათიანი

მარ 18, 2026
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
„წმინდა სინოდის სხდომა მოწვეულ იქნა სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევა. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.
წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა – შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიისა მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი“, – განაცხადა თეოდორე ჭუაძემ.
ამასთან, წმინდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დაადგინა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება.

მსგავსი სტატიები

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
    87
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
    86
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.
    86
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)
    83
    დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)30-ნოემბერი _დიდმოწამე მიქაელის, რომელსაც ეწოდა გობრონ ხსენების დღე არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“. სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“, საქართველოს შემოესია. თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი…
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე
    83
    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და…

პოსტის ნავიგაცია

2026 წლის სააღდგომო დიდი მარხვა
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოს

მსგავსი სტატიები

რელიგია

ერთმორწმუნეობის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში

მაი 20, 2026
რელიგია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

მაი 11, 2026
რელიგია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ, რიგით 142-ე პატრიარქს აირჩევს

მაი 11, 2026
ამინდი

ამინდი

საზოგადოება

საზოგადოება

მეორე მსოფლიო ომის ვეტერას 101 წლის იუბილე მიულოცეს

მაი 16, 2026 ნუგზარ ასათიანი
საზოგადოება

„102 წლის გალაქტიონ ჩხიკვაძე- ომისა და შრომის ვეტერანი, ისევ მედგრად გამოიყურება“

მაი 9, 2026 ნუგზარ ასათიანი
საზოგადოება

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

აპრ 21, 2026 ნუგზარ ასათიანი
საზოგადოება

კომპანია „ვილ-ბილ-დან საქართველოს“ სააღდგომო „სიურპრიზი“

აპრ 11, 2026 ნუგზარ ასათიანი
საზოგადოება

ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა

აპრ 2, 2026 ნუგზარ ასათიანი
არქივები

Paris

კულტურა

კულტურა

„მომწყურდი საოცარი ძალით“

მაი 20, 2026 ნუგზარ ასათიანი
კულტურა

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრისტან სიხარულიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მაი 19, 2026 ნუგზარ ასათიანი
კულტურა

„მთელი ქალაქი, თითქმის ყველა ქუჩა, უნიკალური მუზეუმია“

მაი 14, 2026 ნუგზარ ასათიანი
კულტურა

ოზურგეთში ქორეოგრაფ ვაჟა ახვლედიანის ვარსკვლავი გაიხსნა

მაი 6, 2026 ნუგზარ ასათიანი
კულტურა

ოზურგეთში ვაჟა ახვლედიანის ვარსკვლავი გახსნეს

მაი 5, 2026 ნუგზარ ასათიანი

მედიცინა

მედიცინა

ჯანმო-მ კონგოსა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

მაი 17, 2026 ნუგზარ ასათიანი
მედიცინა

ივანე ჩხაიძე – გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე – მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი – დაახლოებით 32 ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში, სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანებით

იან 21, 2026 ნუგზარ ასათიანი
მედიცინა

ვის შეუჩერებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

იან 9, 2026 ნუგზარ ასათიანი
მედიცინა

საპანიკო არაფერია – პაატა იმნაძე ქვეყანაში მუნის გავრცელებაზე

ნოე 5, 2025 ნუგზარ ასათიანი
მედიცინა

მაია ბუწაშვილი – ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს – ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით

აგვ 21, 2025 ნუგზარ ასათიანი

Posts Slider

სპორტი

გამარჯვებული და პრიზიორები გიორგი,აკაკი, გაბრიელ სალუქვაძეები

მაი 25, 2026 ნუგზარ ასათიანი
სპორტი

ბრინჯაოს მედალი ძიუდოს პირველობიდან!

მაი 25, 2026 ნუგზარ ასათიანი
სპორტი

ოზურგეთის თასის ღია ტურნირი დასრულდა

მაი 24, 2026 ნუგზარ ასათიანი
მხარე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ აღინიშნა

მაი 24, 2026 ნუგზარ ასათიანი
სპორტი

გაბრიელ თავბერიძე ევროპის ჩემპიონატის ვიცე – ჩემპიონი გახდა!

მაი 23, 2026 ნუგზარ ასათიანი
Photo Gallery

არ არსებობს შერჩეულ გალერეაში ან გალერეაში წაშლილი იყო

არ გამოტოვოთ

სპორტი

გამარჯვებული და პრიზიორები გიორგი,აკაკი, გაბრიელ სალუქვაძეები

მაი 25, 2026 ნუგზარ ასათიანი
სპორტი

ბრინჯაოს მედალი ძიუდოს პირველობიდან!

მაი 25, 2026 ნუგზარ ასათიანი
სპორტი

ოზურგეთის თასის ღია ტურნირი დასრულდა

მაი 24, 2026 ნუგზარ ასათიანი
მხარე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ აღინიშნა

მაი 24, 2026 ნუგზარ ასათიანი
Photo Gallery

არ არსებობს შერჩეულ გალერეაში ან გალერეაში წაშლილი იყო

Proudly powered by WordPress | Theme: Newsup by Themeansar.

  • მთავარი
  • განცხადება
  • რეკლამა
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენს შესახებ