ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის – „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილეებთან, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
აღნიშნული გამოცემა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის“ მიერ მომზადდა, ხოლო მისი ხელახალი გამოცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გამოცემა ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს – „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ჩაწერილი აუდიონიმუშები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის პრემიერა, რომელიც ტრისტან სიხარულიძის შემოქმედებას ეძღვნება. შესრულდა ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების — „შვიდკაცა“, „შემოქმედი“ და „რეხეული“ — მუსიკალური ნომრები. კონცერტში, ასევე, მონაწილეობდნენ თბილისის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები
მსგავსი სტატიები
- 68
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,ლაზარე, გამოვედ გარე!“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ბაია კვიციანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა. კომპოზიციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები, სკოლის… - 67
- 67
- 65
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 65


