ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემის დასრულებამდე სამი საათით ადრე, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 48.92% იყო, -ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აღნიშნული დროისთვის 2 503 976 ამომრჩევლიდან 1 224 957-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
სომხური მედია წერს, რომ ეს წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობის დაახლოებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც ამომრჩეველთა მესამედზე მეტი ცხოვრობს, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.52% (412 168) შეადგინა.
მსგავსი სტატიები
- 80
- 74
სომხეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ჩაატარა • ფაშინიანის პარტია – 56,7% • კარაპეტიანის პარტია – 17,5% არჩევნების ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო. - 73
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და შედეგების დათვლის პროცესი დაიწყება. 21:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. მედიის ცნობით, შუაღამისას შედეგების გამოქვეყნება დაიწყება. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან ერთად აშუქებს "პალიტრანიუსის" ჯგუფი. ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით,… - 71
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი - 20 903; ქვემო ქართლი - 83 448; შიდა ქართლი - 51 522; სამცხე-ჯავახეთი - 31 651; რაჭა… - 71
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
