ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ბექა ჩხიკვიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ის თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
„ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს!
მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა.
გასული პერიოდი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, დაუღალავი შრომა და, ამავდროულად, უზარმაზარი გამოცდილება იყო. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვცდილობდი, ჩემი ცოდნა და ენერგია ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობისთვის გამომეყენებინა.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გამორჩეულ ადამიანებს: პაატა კუნჭულიას, ჩემს საუკეთესო კოლეგებს, მერიის ადმინისტრაციასა და თითოეულ თანამშრომელს. თქვენთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა იმ პროფესიონალიზმისთვის, გვერდში დგომისა და თავდადებისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გამოიჩინეთ.
ერთგულება, ადამიანობა და ღირსების გრძნობა არასდროს მოგვშლოდეს!“_წერს იგი.
ბექა ჩხიკვიშვილმა გადადგომამდე მათ მიერ დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში 20 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი. მანამდე პაატა კუნჭულიამ კიდევ ორი თანამშრომლის სამსახურიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა.
მსგავსი სტატიები
- 67
ოზურგეთის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი თანამდებობიდან გადადგა. „მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ამ პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მემუშავა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივი იყო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს -… - 66
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 66
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 63
არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში. წერს: „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა…
